ინდონეზიის მთებში Superjet
100-ის კატასტროფის ადგილზე გარდაცვლილთა სხეულები აღმოაჩინეს. მაშველთა ჯგუფმა თვითმფრინავის
დაცემის ადგილს მიაღწია. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე წერს ბლოგერი სერგეი დოლია,
რომელიც მონაწილეობას იღებდა ლაინერის საჩვენებელ პროგრამაში - „მივესალმებით აზიას“.
დესანტის ექვსი წარმომადგენელი
დაეშვა ლაინერის დაცემის ადგილზე. იქვე იმყოფებიან სახმელეთო ჯგუფის წევრებიც. ისინი
სხეულის დარჩენილ ნაწილებს აგროვებენ...“ - ციტირებს ბლოგერის სიტყვებს რუსული საინფორმაციო
სააგენტო „Вести“.
ამ ინფორმაციას ადასტურებს „ИТАР-ТАСС“-ის
წყაროც ჯაკარტის ანტიკრიზისული შტაბიდან. „სამძებრო ჯგუფი უკვე შეუსვენებლივ მუშაობს
შემთხვევის ადგილზე, - განაცხადა მან, - არსებობს ცნობები გარდაცვლილთა სხეულის აღმოჩენის
შესახებ“.
სხვადასხვა მონაცემებით, რუსული
ლაინერის ბორტზე 45-დან 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. Superjet 100-ი 9 მაისს ინდონეზიაში
განხორციელებული საჩვენებელი ფრენისას რადარებიდან გაუჩინარდა. თვითფრინავის ნაწილების
პოვნა ინდონეზიის მთებში მხოლოდ ამ დილით მოხერხდა.
Internet.ge