საქართველოში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი დღეს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის
სახლ-მუზეიმში გაფორმდება, რომელსაც საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ბიზნესწრეების და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
დაესწრებიან.
დღესვე, პირველად დაფიქსირდება საქართველოში გაფორმებულ ოფიციალურ დოკუმენტზე ID ბარათის გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერა.
Internet.ge