GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბარაკ ობამამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა
12:43 10.05.2012
დღის სიახლეები

ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინებებს მხარი დაუჭირა. „ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ,“ - განაცხადა ABC-სთან ინტერვიუში აფროამერიკელმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს საკითხი შტატების დონეზე უნდა გადაწყდეს.

„მე გარკვეული ეჭვები მქონდა ერთსქესიან ქორწინებებთან დაკავშირებით, რადგან მიმაჩნდა, რომ სამოქალაქო კავშირი სავსებით საკმარისი იყო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში განვიხილავდი ამ საკითხს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან ერთად და შემდეგ დასკვნამდე მივედი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლა და იმის განცხადება, რომ ერთსქესიან წყვილებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების დარეგისტრირების საშუალება,“-განაცხადა ობამამ.

ჯერ კიდევ 2010 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ ჰქონდა აზრი ჩამოყალიბებული. ექსპერტთა მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ ამგვარი განცხადების გაკეთება შესაძლოა საარჩევნო პროგრამის ნაწილად განვიხილოთ.

„ობამას მთავარმა კონკურენტმა უკვე განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგია. საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა კი აჩვენეს, რომ ამერიკის მოსახლეობის აზრი ამ საკითხზე, თითქმის, თანაბრად იყოფა“, -იუწყება „ევრონიუსი“.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი: საქართველო არ არის მზად ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის1
ამერიკელი სენატორები ივანიშვილის განცხადებას უარყოფენ2
მეცნიერებმა ახალი პლანეტა აღმოაჩნეს3
განათლების სამინისტრო სკოლაში გაცდენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს4
გიგი უგულავამ სამრეწველო აღლუმი ოფიციალურად გახსნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X