კონტროლის პალატაში ბეჟაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
საქართველოს
კონტროლის
პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის მიერ, თანამდებობის შესაძლო დატოვების ფაქტს უწყება დეზინფორმაციას უწოდებს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს კონტროლის პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა
ფატი მამიაშვილმა განუცხადა.
„აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ.
ბატონი ლევანი ამ წუთებშიც შეხვედრებს მართავს. შესაბამისად, მედიაში გასული
ინფორმაცა, თითქოს ბეჟაშვილი თანამდებობას ტოვებს, დეზინფორმაციაა და მეტი
არაფერი“,- განაცხადა მამიაშვილმა.
ლევან
ბეჟაშვილის მიერ, თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია საინფორმაციო
სააგენტო „ივერონმა“ გავრცელა.
სააგენტო ირწმუნება, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა საპარლამენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება.
ამასთან, „ივერონი“ აცხადებს, რომ დღეს ლევან ბეჟაშვილი პარლამენტში პირადად
იმყოფებოდა და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან, სავარაუდოდ,
კონსულტაციებს მართავდა.
Internet.ge