GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილმა ბანკი „რუსული კრედიტი“ კერძო ინვესტორთა ჯგუფს მიჰყიდა
15:38 10.05.2012
დღის სიახლეები

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „რუსული კრედიტი“ კერძო ინვესტორთა ჯგუფს 352 მლნ დოლარად მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაცის „იტარტასი“ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, „იუნიკორმა“ კერძო ინვესტორებთან კონტრაქტი გააფორმა ბანკ „რუსული კრედიტის“ გაყიდვასთან დაკავშირებით.

მყიდველთა შორისაა ინტერნეტ-ტექნოლოგიების კომპანია„ლანიტის“ პრეზიდენტი გეორგი გენსი, „გლობექს“ ბანკის ყოფილი მფლობელი ანატოლი მოტილევი, სადაზღვევო კომპანია "Спасские ворота"-ს მესაკუთრე ბორის ჰაიტი. ასევე, ბანკის მფლობელები იქნებიან: ბორის პასტუხოვი, ვიკტორ ლუკოიანოვი, ვლადიმერ ფაეროვიჩი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, მყიდველებს შორის აქციათა წილის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, არ გავრცელებულა.

„ინტერნეტ. ჯი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქართული ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, ფანჯიკიძემ, თავის მხრივ, ივანიშვილის ადვოკატებთან დაგაგვამისამართა.

 „ბიძინა ივანიშვილის ქონების განკარგვა პარტიის პრესსპიკერის საქმე არ არის. ეს ინფორმაცია მის პოლიტიკურ ცხოვრებას არ უკავშირდება. მიმართეთ ივანიშვილის ადვოკატებს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ

ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი კი, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას არც უარყობს და არც ადასტურებს.

„აღნიშნული კითხვით პრესსამსახურს მიმართეთ“,- განუცხადა სააგენტოს ქუცნაშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა1
დავით დარახველიძე დევნილების ნაწილისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს2
შს სამინისტრომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა3
ფოთის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს4
პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X