ჩინეთის პროვინცია ჰანსუში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის
შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 33 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, გათიშულია ელექტროენერგია.
ძლიერი წვიმა გუშინ დაიწყო. 17 სოფელი უბედურების ზონაში
აღმოჩნდა. გარდაცვლილთა და დაკარგულთა გარდა, 40-მა ადამიანმა ჭრილობები მიიღო.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, სტიქიამ გაანადგურა 7 ათასი ჰექტარი
სასოფლო-სამეურნეო ნარგავები,6 დასახლებულ პუნქტში მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგადამცემი
ხაზები. დანგრეულია ათობით სკოლა, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და
განადგურებულია გზები.
Internet.ge