საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ბიზნესმენთა დაჯილდოვების
ცერემონიალს დაესწრება.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით
ხორციელდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა
ბოლქვაძემ განუცხადა, ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 20:00 საათზეა
დაგეგმილი.
მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენთა ტრადიციულ დაჯილდოვებაზე საქართველოს
პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.
Internet.ge