NDI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების პროცესზე დაკვირვების გარდა, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი მედიაგარემოს შეფასებაც იქნება.
ცნობისთვის, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მედიის პრობლემატიკა, ჟურნალისტებზე ზეწოლისა და წინასაარჩევნო
პერიოდში მედიის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირების პრობლემები განიხილეს.
„წინასაარჩევნოდ ჩვენ გვეყოლება სადამკვირვებლო მისია, რომელიც მედიაში არსებულ ვითარებას დააკვირდება“,-
დასძინა ნავარომ.
Internet.ge