დაღესტანში მასშტაბური კონტრტერორისტული
ოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით 5 ბოევიკი უკვე განადგურებულია.
მოკლულებს შორის ამოიცნეს ადგილობრივი იატაკქვეშა ბანდის „ყიზლარის
ბანდფორმირების“ წევრები.
„ვესტი.რუს“ ცნობით, ერთ-ერთი მოკლული მაგომედ მახმუდოვი, რომელიც 2011 წლიდან ფედერალურ ძებნაშია, „ყიზლარის
ბანდფორმირებაში“ ე.წ. „შარიათის მოსამართლის“ ფუნქციას ასრულებდა.
ტყეში კიდევ 10 დამნაშავე იმალება,
რომლებიც წვრილ-წვრილ ჯგუფებად მოქმედებენ. მათ აღმოსაჩენად ოპერაციაში საბრძოლო
ვერტმფრენებია ჩართული.
სულ ცოტა ხნის წინ, მათ სპეცრაზმელებს
ყუმბართმტყორცნებიდან ესროლეს.
ძალოვნებს შორის 2დაღუპულისა და 4 დაჭრილის შესახებ იუწყებიან.
Internet.ge