ჯგუფმა „უნიკორმა“, რომელიც რუსეთში ბიძინა ივანიშვილის
აქტივებს მართავს,
ბიზნესმენის სააფთიაქო ქსელი „სოქტორ სტოლეტოვი“ კომპანია „იმპერია-ფარმას“ მიჰყიდა,
რომელსაც, როგორც ბაზარზე თვლიან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის
ვალენტინა მატვიენკოს შვილი,
სერგეი მატვიენკო ფლობს.
„რბკ დეილის“ ინფორმაციით, გარიგების ფასმა 60-70 მილიონი
დოლარი შეადგინა და სააფთიაქო ქსელი პირველივე მცდელობაზე გაიყიდა.
„დოქტორ სტოლტოვს“ რუსეთის 11 რეგიონში 414 სავაჭრო წერტილი
აქვს.
აღნიშნული სააფთიაქო ქსელი
უკვე მეორე რუსული აქტივია ივანიშვილისა, რომელიც მან ბოლო პერიოდში გაყიდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „უნიკორმა“ ასევე გაყიდა
ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რომლის ფასმაც 352 მილიონი დოლარი შეადგინა - წერს „რბკ
დეილი“.
Internet.ge