თბილისის მერი „ღვინის ფესტივალს“ ესტუმრა და ღონისძიებაში მონაწილეებს გაესაუბრა.
გიგი უგულავას თქმით, თბილისში ჩამოსული ტურისტი კახეთში ჩასვლამდე ვერ მიხვდება, რომ
ღვინის ქვეყანაში
იმყოფება.
„თბილისში ტურისტებისთვის ქართული ღვინის დაგემოვნებისის საშუალება უნდა იყოს. მათ უნდა მიიღონ, ასევე, ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ ფესტივალში ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობდა. აღნიშნული
ღონისძიება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას ემსახურება.
ფესტივალზე ოჯახური ღვინის სახეობები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო
წარმოდგენილი.
პროდუქცია ღვინის კლუბის სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
ღვინის ჩამომსხმელმა კომპანიებმა, მცირე მარნებმა და ოჯახებმა, ფესტივალზე ცნობილი და
იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინის სახეობებიც წარმოადგინეს.
Internet.ge