თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა
შეზღუდულია. როგორც ამ დროისთვის „ინტერნეტ.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, წვიმის შედეგად
ადიდებული მტკვრის მარჯვენა სანაპირო, კერძოდ გორგასალის ქუჩა და ორთაჭალის ტერიტორია
დატბორილია.
ადგილზე მუშაობს რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, რათა
დროულად მოხდეს წყლის ნაკადისგან სანაპირო გზის გაწმენდა. ასევე მობილიზებულია საპატრულო
პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ისინი გორგასალის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების
უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფენ.
Internet.ge