თბილისში, გუშინ
ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა ყველაზე მეტი ზიანი ორთაჭალას მიაყენა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს სამაშველო
სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში
მუშაობდა შემთხვევის ადგლზე.
„ამ ეტაპზე სამაშველო
სამუშაოები, თითქმის, დასრულებულია. აქტიურად მიმდიინარეობს სარდაფებში შვარდნილი წყლის
ამოტუმბვა. გულუას ქუჩა ამ წუთისთვის გადაკეტილია და სავარაუდოდ მალე აღდგება
მოძრაობა“,– განაცხადა გიორგაძემ.
წყალდიდობას მსხვერპლი
მოყვა. დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
„დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 80 წლამდე მარტოხელა ქალბატონი, რომელიც გულუას ქუჩაზე, პირველ სართულზე
შევარდნილი წყლის შედეგად დაიხრჩო“,– დასძინა გიორგაძმ.
Internet.ge