ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში რვა სოფელი დაზარალდა
15:28 13.05.2012
|
დღის სიახლეები
|
მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა საქართველოს რეგიონებში. რთული ვითარებაა მცხეთა-მთიანეთში.
ძლიერი წვიმის შედეგად, რვა სოფელი დაზარალდა დუშეთის რაიონშიც. მოვარდნილმა წყალმა ხევებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და საავტომობილო მაგისტრალები.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალ გზაზეც. სოფელი ბაგები კი რაიონულ ცენტრს მთლიანად მოწყდა. სტიქიის შედეგად, განადგურდა ხეხილის ბაღები და ნათესები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც.
სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისისკენ მომავალი ავტომაგისტრალის მუხათგვერდის მონაკვეთზეც, სადაც მოვარდნილმა მეწყერმა თითქმის მთელი სავალი ნაწილი დაფარა. სტიქიის გამო, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|