ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6 ბალს მიაღწია.
სტიქიის ეპიცენტრი დუშანბედან 150 კილომეტრის დაშორებით, ჰარმის რაიონში იყო. ქვეყნის დედაქალაქში სეისმოლოგებმა 4-ბალიანი მიწისძვრა დააფიქსირეს.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე თითქმის ყველა რეგიონში. ამ დროისთვის არ ვრცელდება ცნობა ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.
2012 წელს ეს უკვე მეთორმეტე მიწისძვრაა ტაჯიკეთში.
internet.ge