წყალდიდობის შედეგად დატბორილ გულუას მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ
განუცხადა.
მისი თქმით, სამანქანო გზა სრულიად
გაწმენდილია.
ამასთან, გიორგაძის განცხადებით, მოედნის
მიმდებარე
ქუჩების მაცხოვრებლები სახლებში შესვლას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შეძლებენ.
„ქუჩა მთლიანად გაწმენდილია, ამჟამად, სამაშველო და
დასუფთავების სამსახურები საცხოვრებელ ბინებში აგრძელებენ სამუშაობეს. მოძრაობა რამოდენიმე წუთია სრული დატვირთვით აღდგა“,- განუცხადა ინტერნეტ.ჯი“-ს
გიორგაძემ.
internet.ge