აზერბაიჯანის რესპუბლიკის
სეისმოლოგიურმა ცენტრმა, ქალაქ
ლენკარანიდან 15 კილომეტრში მიწისქვეშა ბიძგები დღესაც დააფიქსირა, - იუწყება სააგენტო „აზე. აზ.“
ბიძგების სიმძლავრე
ეპიცენტრში 4 ბალი იყო. ეპიცენტრის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში კი - 3,5 ბალი.
მისიწძვრა გუშინ ზაქათალის რაიონშიც განმეორდა, თუმცა
ბიძგების სიმძლავრე 4 ბალს არ აღემატებოდა.
7 მაისს,
აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ზაქათალიდან 17 კილომეტრში ძლიერი
მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემაც რიხტერის შკალით 5,5 ბალი შეადგინა.
მიწისძვრამ ეპიცენტრში ნგრევა გამოიწვია და რამდენიმე ათასი ოჯახის კარვებში
გადაყვანა გახდა აუცილებელი.
Internet.ge