ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელები პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს ხვდებიან
კონტროლის
პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელები პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს
ხვდებიან.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს კონტროლის პალატის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შეხვედრა
სამუშაო ხასიათს ატარებს და პარტიების მიერ კონტროლის პალატისთვის წარდგენილ
დოკუმენტებში აღმოჩენილი უზუსტობების დადგენას ემსახურება.
კონტროლის
პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები
"ნაციონალური
მოძრაობის"
ბუღალტერს,
"კონსერვატიული
პარტიის",
"ქართული
დასის" და
„სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა
პარტიების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებში არსებული უზუსტობების შესახებ
განცხადება 10 მაისს გამოაქვეყნა.
Internet.ge