საქართველოში გადაუღებელი წვიმების
შედეგად, ბაკურციხის დევნილთა ჩასახლებაში მიმავალი 300 მეტრიანი მილსადენი მთლიანად
განადგურდა, რის გამოც, 36 დევნილ ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა.
სამინისტრო, ადგილობრივი მუციპალიტეტი
და გურჯანგაზი ამ დღეების მანძილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც უმოკლეს
ვადაში მოხდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება და ალტერნატიული გაზის წყაროს მოძიება.
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
პრეს-სამსახურის ცნობით, ამ მომენტისთვის ბაკურციხის დევნილთა ჩასახლებას გაზი
შეუფერხებლად მიეწოდება.
Internet.ge