აზერბაიჯანში, დღეს უკვე მეორედ მოხდა მიწისძვრა. 5-ბალიანი
ბიძგები ამჯერად შეკინსკის რაიონში დაფიქსირდა.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ეს დღეს უკვე რიგით მეორე
მიწისძვრაა აზერბაიჯანში.
პირველი, დილით, ლენკარანის რაიონში დაფიქსირდა, სადაც
ქვეყნის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე ეპიცენტრში 4 ბალი
იყო.
ბიძგები კვლავ გრძელდება ზაქათალის რაიონში, სადაც 7 მაისს
მომხდარმა მიწისძვრამ ნგრევაც გამოიწვია.
internet.ge