სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით უხვ
ნალექსა და სეტყვას ელოდებიან. მათი განმარტებით, ნალექის უხვი რაოდენობაა
მოსალოდნელი ქვეყნის აღმოსავლეთით.
წინასწარი
პროგნოზით,
გაზაფხულის
წყალდიდობის
პიკმა უკვე ჩაიარა და მდინარეების ადიდება მოსალოდნელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ძლიერმა წვიმამ ქვეყნის
რამდენიმე რაიონი და დედაქალაქი დააზარალა. ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს
აჭარბებს.
ქვეყნის დედაქალაქში კი ძლიერ წვიმასა და
წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 5 ადამიანი.
Internet.ge