გაერო სირიის არმიას ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებს.
გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ნავი პილაი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ სამთავრობო ჯარებს სრულიად განზრახულად, მიზანში ჰყავს ამოღებული ბავშვები და ხოცავს მათ.
ტელეკომპანია BBC-ს ეთერში გამოსვლისას კომისარმა განაცხადა, რომ ბავშვები პატიმრობაშიც იმყოფებიან, სადაც მათ აწამებენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფდებენ.
პილაის ვარაუდით, ასადს ძალიან მარტივად შეუძლია შეაჩეროს მსგავსი დანაშაულები არასრულწლოვანთა მიმართ, თუკი მოისურვებს და გასცემს ასეთ ბრძანებას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ამიტომ კომისარმა თავის გამოსვლაში სირიელ დიქტატორს უწინასწარმეტყველა, რომ მასზე „მალე იძიებდნენ შურს“.
ამასთან, გაეროს აქვს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ არასრულწლოვნებს მებრძოლებად იყენებენ მეამბოხეთა რიგებშიც. ამის დამადასტურებელი მასალა გაეროს არასრულწლოვანთა საქმეების კომისარს ჯერ არ აქვს, თუმცა მან ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვა.
Internet.ge