„თავისუფალი საქართველო“ გურჯაანის რაიონში მდებარე ნავთობის ჭაბურღილის კონსერვაციას ითხოვს
„თავისუფალი
საქართველო“
გურჯაანის
რაიონში მდებარე ნავთობის ღია ჭაბურღილის კონსერვაციას ითხოვს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ქოროღლიშვილმა
აცნობა, გურჯაანის
რაიონში, სოფელ ჭანდარში, სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს,
არსებული ნავთობის ჭაბურღილი გაიხსნა და
მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
„ბოლო დროს გახშირებულმა წვიმებმა, წყალდიდობებმა და ხე - ტყის მასობრივმა გაჩანაგებამ გამოიწვია ამ ჭაბურღილის გახსნა, საიდანაც გამოჟონილი ნავთობი ერევა სოფ. ჭანდარის ხევში მიმავალ წყალს. ეს ხევის წყალი გადის მოსახლეობის სახნავ - სათეს სავარგულებზე. ნიადაგში გაჟონილი ნავთობი ანადგურებს როგორც ნათესებს, ისე მრავალწლიან ნარგავებს. ატმის ხეებს, ბაღ - ვენახებს, რომელთა მოვლა მოსახლეობას ძვირი უჯდება. ხევში გამდინარე დაბინძურებული წყალი, გარდა იმისა რომ ხალხს წყალში უყრის ნაშრომს, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას“,-
აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“.
პარტია
„თავისუფალი
საქართველო“-ს გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია მოითხოვს მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელობამ
სასწრაფო რეაგირება მოახდინოს და მოხდეს ჭაბურღილების
კონსერვაცია.
Internet.ge