ქუთაისში
კოლხური შადრევანის გახსნისა და ცენტრალური მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მიმდებარე ქუჩების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
რეაბილიტაციის
ახალი ეტაპი ძველი ქუჩების, ასევე ისტორიული შენობების იერსახის მოწესრიგებას, თანამედროვე გარეგანათების სისტემის დამონტაჟებას და გზის საფარის აღდგენას ითვალისწინებს.
პროექტის
ფარგლებში, შესრულდება საცხოვრებელი
სახლების აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათასი ლარია. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.
ისტორიულ
ქუჩებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ დაათვალიერეს.
Internet.ge