66 წლის შალვა რეხვიაშვილი ე.წ.
„არაშენდას“ კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, შემთხვევა
მაშინ მოხდა, როცა რეხვიაშვილი აივანზე სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.
მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა
გამოიძახეს, მაგრამ მამაკაცი ექიმებს
გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც
იმყოფებოდნენ.
Internet.ge