სინოპტიკოსები
ქვეყნის მასშტაბით უხვ ნალექსა და სეტყვას პროგნოზირებენ. მათი განმარტებით, ნალექის უხვი რაოდენობაა მოსალოდნელი ქვეყნის აღმოსავლეთით.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ჰიდრო პროგნოზების მიმართულების ხელმძღვანელმა
ქეთევან წიკლაურმა განუცხადა, მოსალოდნელი წვიმები მდინარეების ადიდებას
გამოიწვევს.
„წვიმამ, შესაძლოა, წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ადიდდება აღმოსავლეთ
საქართველოს მდინარეები“,- აცხადებს წიკლაური.
უხვი ნალექი იქნება თბილისშიც. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების
სამმართველოს უფროსის სვეტა ნიორაძის განცხადებით, დედაქალაქში დღეს საღამოს კვლავ
წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
„დღეს საღამოს, ძლიერი წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, არამდგრადი
ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში ხვალაც შენარჩუნდება. 21 მაისიდან მთელი
საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას ველოდებით“,- განაცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას სვეტა ნიორაძემ.
Internet.ge