საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერის იოსებ მანჯავიძის დაკავებასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მანჯავიძესთან ერთად, ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა თეიმურაზ კენჭაძეც დააკავეს.
„აღნუშნულმა პირებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს, ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
166-ე მუხლით, რის საფუძველზეც თემურაზ კენჭაძე და იოსებ მანჯავიძე საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ იქნენ ადმინისტრაციული
წესით“,-
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მანჯავიძეს 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა
დააკისრა.
Internet.ge