საქართველოს 21–28 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ეწვევა.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან
აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები
დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს დათვალიერებენ, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი მინაშვილს შეხვდებიან.
ასევე, არაბეთის სამეფოს მაჯლის
აშ-შურას წევრები შეხვედრებს
გამართავენ - პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩეველ ვახტანგ ლეჟავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიასთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილთან, ქალაქ თბილისის მერთან - გიგი უგულავასთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან.
ამას გარდა, სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და „გეზ”-ი „ლილო“-ს დაათვალიერებენ.
ამასთან, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ბათუმსაც ესტუმრებიან, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდებიან და ბათუმის იუსტიციის სახლსა და სარფის საზღვრს დაათვალიერებენ.
სტუმრები საქართველოს 28 მაისს დატოვებენ.
internet.ge