რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორვეგიისგან ახმედ ზაკაევის გადაცემა მოითხოვა. ზაკაევი, რომელსაც მოსკოვი ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერს უწოდებს, ამ დღეებში ოსლოში გამართულ თავისუფლების ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რამაც ადგილობრივი მედიის ცნობით, კრემლი გააღიზიანა.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ზაკაევის გამოჩენა ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რუსეთისა და ნორვეგიის ურთიერთობებს გააფუჭებს და დასძინა, რომ ნორვეგიისგან ზაკაევის გადავებას, ან რუსეთისთვის გადაცემას ელოდებიან.
"ნორვეგიის მიერ ზაკაევის მონაწილეობით ჩატარებული შეკრებების მფარველობა ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ხასიათს" - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
Internet.ge