მინაშვილი: ივანიშვილს ექსკლუზიურ ჭეშმარიტებაზე განცდა აქვს, არადა, მას საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ აკაკი მინაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ისეთ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რომ არ მისულიყო.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს მინაშვილმა განუცხადა, ივანიშვილს ექსკლუზიურ ჭეშმარიტებაზე განცდა აქვს, არადა, მას საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს.
მისი თქმით, ივანიშვილმა, გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრთან არმისვლით, კარგად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას დასავლეთთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემისთვის „შპიგელ ონლაინ“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, გუიდო ვესტერველემ ის ოპოზიციის შეხვედრაზე მიიწვია, თუმცა, ის ამ მიწვევით, შეურაცხყოფილი დარჩა.
გუიდო ვესტერველე საქართველოს, 15 მარტს ესტუმრა.
Internet.ge