‘’აზერბაიჯანსა და
საქართველოს შორის სადაო საკითხები არ
არსებობს" - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელმან აბდულაევმა, დავით
გარეჯის საკითხის
კომენტირებისას -
იუწყება აზერბაიჯანული მედია.
‘’საკითხი, რომელიც მონასტერს უკავშირდება, წყდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში და
არის
წმინდად ნორმატიულ-იურიდიული"
- განაცხადა აბდულაევმა.
მისივე თქმით, ამ თემას
შეეხებიან საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოში, ნატოს
სამიტის შეხვედების ფარგლებში. ისევე
როგორც, განიხილავენ ორ ქვეყანას შორის მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.
Internet.ge