მოსკოვის ცენტრში, ძველ არბატზე,
რუსეთის პოლიციამ 10-მდე ოპოზიციონერი გააკავა. ამის შესახებ, რუსეთის შინაგან საქმეთა
სამინისტროზე დაყრდნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.
„წესრიგის დარღვევის გამო, პოლიციის
თანამშრომლებმა, ძველ არბატზე 10-მდე ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში
არიან გადაყვანილი ადმინისტრაციული ხასიათის ზომების მისაღებად,“ - აცხადებს სამინისტროს
პრესსამსახური.
ოპოზიციური „მსვლელობის“ მონაწილეებმა
არბატზე დილით გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც კუდრინსკის მოედანზე ისინი პოლიციამ დაშალა.
მაშინ სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს. რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
„მსვლელობის“ მონაწილეები უკვე
ფიქრობენ, ამჯერად სად გამართონ აქცია. „ბანაკის“ შეკრების სავარაუდო ახალ ადგილად
გოგოლის ბულვარი სახელდება.
internet.ge