დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საქართველოს მოქალაქეები დაუბრკოლებლად დაიშვებიან
00:20 21.05.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს შს სამინისტრო, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩიკაგოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა.
პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს დაავალეს
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის
მოგვარება.
ამა წლის 20 მაისს შედგა სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების
შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველო - აზერბაიჯანის სახელმწიფო
საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, სამონასტრო კომპლექსის მთელ
ტერიტორიაზე, დაუბრკოლებლად მოხდება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე
საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება.
საქართველოს მთავრობამ
აიღო ვალდებულება, რომ ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის
ტერიტორიის სიღრმეში," - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|