GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სამინისტროს განცხადება სამხედრო აღლუმთან დაკავშირებით
08:54 21.05.2012
დღის სიახლეები
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სამხედრო აღლუმი ჩატარდება. 

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: "მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 7-დან 21 მაისის ჩათვლით. 

სააკრედიტაციო ბარათების გაცემა იწარმოებს 24-25 მაისს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე. 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ. თბილისი, გენ. კვინიტაძის ქ. N20;

2. "მთავრობის სახლი"; ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N5;

აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა: ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და რედაქტორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა. დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად უნდა შეავსონ აკრედიტაციის ფორმა თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.mod.gov.ge/?page=4&lang=0

იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაციის ფორმის შევსების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში არ მიიღებთ შეტყობინებას აკრედიტაციის წარმატებით გავლის შესახებ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 291-04-21; 577 19 00 87; 577 19 00 96" - ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 21 ოქტომბრისთვის1
ფეხმძიმე ქალი ფანჯრიდან გადახტა2
დავით ბაქრაძე: დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ფინანსური კრიზისის საფრთხე არ არსებობს3
გიორგი თარგამაძე: ახალი არჩევნები შორს არ არის ჰორიზონტიდან4
ვანო მერაბიშვილი NDI-ის დელეგაციას შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X