ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში გუშინ ღამით.
გმირთა მოედნის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომანქანით "მე-9 არხის"
საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე დაეჯახა.
მამაკაცის მდგომარეობა ამ
დრომდე მძიმეა. იგი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
თამარ რუხაძის ავტომობილში ასევე იმყოფებოდა „მე-9 არხის“ რამდენიმე
თანამშრომელი, რომლებიც პოლიციამ გუშინვე დაკითხა.
internet.ge