საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს საატესტატო
გამოცდები დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინფორმაციით, 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები დილის 9:00 საათზე,
საქართველოს ყველა სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე
წუთის წინ, განათლების სამინისტრომ ახალი ინიციატივის შესახებ გვაცნობა. დღეიდან
საატესტატო გამოცდებისათვის თვალის დევნება online რეჟიმში
იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს მასშტაბით, 12-ე კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ. პროცესის გამჭვირვალობისათვის სკოლებში გამოცდების მიმდინარეობას სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო-კამერები იღებს. Facebook-ის გვერდზე მონაცვლეობით საკლასო ოთახებში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების გამოსახულებას online რეჟიმში შემოგთავაზებთ“.-
ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
internet.ge