რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან რუსეთი, რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად ცდილობს საკითხი არასწორად წარმოაჩინოს.
„არადა საკითხი მარტივია, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის მრავალმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა ხორციელდება, მათ შორის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება ISAF-ის მისიაში ქართული მხარის მონაწილეობას, რუსეთის განცხადებები ამ მიმართულებით უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება", - განაცხადა მინისტრმა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თუ თავდაცვისუნარიანობაზე არ ვისაუბრებთ, არამედ მით უფრო
ტყეშელაშვილის განცხადებით, რუსეთს, როგორც მესამე მხარეს არაფერი ესაქმება, თუ რა ტიპის თანამშრომლობა ხორციელდება ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.
„რუსეთმა ჯობს საკუთარ თავს მიხედოს, ვიდრე ის აკომენტაროს თუ სხვა ქვეყნები ერთმანეთს შორის სუვერენულ ურთიერთობებს როგორ ახორციელებენ“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმოადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებთ, რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შეიარაღება, რომელსაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს.
Internet.ge