ამერიკელი სენატორი
ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ ტერაქტს აშშ გამოიძიებს.
საუბარია პოლონეთის
პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის კატასტროფაზე, რომლის დროსაც პოლონეთის
ხელისუფლების უმაღლესი პირები და თავად პრეზიდენტი კაჩინსკი მეუღლითურთ დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Dziennik ავრცელებს.
„ეს დიდი ტრაგედიაა,
რომელსაც აშშ-შიც განიცდიან. კატასტროფის მიზეზების გარკვევის საკითხს ამერიკელები მალე წამოწევენ“ - უთხრა
მაკკეინმა პოლონეთის სეიმის დეპუტატებს პარტია „კანონი და სამართლიანობა“-დან ანა
ფოგოტასა და ანტონი მაცარევიჩს, რომლებმაც თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ აშშ-ის ‘’რესპუბლიკურ
პარტიასთან" მათი საპარლამენტო ჯგუფიც იმუშავებს.
ფოგოტა და
მაცარევიჩი ადრეც იმყოფებოდნენ აშშ-ში, რათა ამერიკელებისთვის სმოლენსკის
ტრაგედიის მიზეზები განემარტათ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მოსკოვის მიერ
მოწყობილი ტერაქტი იყო.
პოლონელმა
პარლამენტარებმა, ასევე გადასცეს მაკკეინს ლეხ კაჩინსკის ძმისა და პარტია „კანონი
და თავისუფლების“ ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის წერილი, რომელშიც აშშ-ის ‘’რესპუბლიკურ
პარტიასთან" თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეა საუბარი.
ანტონ მაცერევიჩის
თქმით, მაკკეინთან შეხვედრისას,
ევროპის სტაბილურობაში ლეხ კაჩინსკის წვლილზეც ისაუბრეს, მათ შორის,
საქართველოსთან მიმართებაში, როცა პოლონეთის აწ უკვე გარდაცვლილმა პრეზიდენტმა
„წვლილი შეიტანა რუსეთის აგრესიისგან საქართველოს დაცვაში“.
Internet.ge