იემენის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის
შედეგად 96 ჯარისკაცი დაიღუპა, 300-მდე კი - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ
ტელეარხი „ალ-არაბია“ ავრცელებს.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იმ სამხედრო
აღლუმის რეპეტიციის დროს მოხდა, რომელიც 22 მაისს ქვეყნის გაერთიანების დღისადმი
მიძღვნილ ზეიმზე უნდა გამართულიყო.
ჯარისკაცის ფორმაში მყოფმა თვითმკვლელმა
ტერორისტმა თავი პრეზიდენტის სასახლის მახლობლად აიფეთქა. ამჯერად დგინდება, მის
გარდა კიდევ რამდენი ადამიანი იყო ნაღმით აღჭურვილი.
ტერაქტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გენერალი მუჰამედ ნასერ აჰმედ ალი და გენერალური
შტაბის მეთაური მოედანზე მივიდნენ. ისინი აფეთქებიდან მოშორებით იმყოფებოდნენ და
არ დაშავებულან.
იემენის ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ
პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდას“ მომხრეებს
დააკისრა.
Internet.ge