ევერესტიდან
დაბრუნებისას სამი ალპინისტი ქალი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადება ნეპალის მთავრობამ
გააკეთა. სამივე დაღუპული კანადის მოქალაქეა.
ამ დრომდე ეძებენ კიდევ
ორ დაკარგულს. ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.
„პარასკევსა და შაბათს ევერესტზე
პირობები ხელსაყრელი იყო, მაგრამ, შაბათს საღამოს ქარიშხალი ამოვარდა,“ –
აცხადებენ ალპინიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ევერესტზე მომხდარი უბედური
შემთხვევების შესახებ, განცხადებას აკეთებს ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი, რომლის
მონაცემებით, ევერესტის დალაშქვრის ყოველი 10 მცდელობიდან ერთი გადრაცვალებით
მთავრდება.
ამ მხრივ, ყველაზე
ტრაგიკული 1996 წელი იყო, როდესაც
ევერესტზე 15 ალპინისტი დაიღუპა.
Internet.ge