თამარ რუხაძის ადვკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, „მე-9“ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი
სამართალდამცავებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს.
როგორც ადვოკატმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, რუხაძე სამართალდამცავებს,
მომხდარის შესახებ სამი საათის განმავლობაში უყვებოდა.
„დაკითხვაზე დღის 12 საათზე შევედით და 15:00- ზე გამოვედით, ჩემი
კლიენტი მოწმის სახით დაიკითხა, სამართალდამცავებს მომხდარი დეტალურად მიეწოდათ“,-
განაცხადა თადუმაძემ.
„ინტერნეტ.ჯი“-ს კითხვაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ფატალურად
დასრულების შემთხვევაში რა სახის სასჯელზე იქნება საუბარი, ადვოკატი ამბობს, რომ
ამ ეტაპზე ამ საკითხზე მსჯელობა ნაადრევია.
"იმაზე რაც ჯერ არ მომხდარა და იმედია არ მოხდება რა უნდა გითხრათ, პაციენტი მძიმედაა, მაგრამ
ცოცხალია. დიდი იმედი გვაქვს, ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებენ“,-
აცხადებს ადვოკატი.
„მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე, გმირთა
მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვიან ღამით ქვეითად მოსიარულე 31 წლის მალხაზ
ბიჭინაშვილს დაეჯახა.
ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
internet.ge