“ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალებული მოქალაქე - მალხაზ ბიჭინაშვილი
მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ
განყოფილებაში იმყოფება.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს ინგოროყვას სახელობის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა
არ შეცვლილა. ის ექიმების 24 სათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ავტოსაგზაო
შემთხვევა
თბილისში 20 მაისს, გვიან ღამით მოხდა.
„მე-9
არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე, საკუთარი ავტომობილით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად მოსიარულე 31 წლის მალხაზ ბიჭინაშვილს დაეჯახა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუხაძე გუშინვე დაკითხეს.
Internet.ge