ინდოეთში მატარებლების შეჯახებას 14 ადამიანი
ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე მგზავრი. გარდაცვლილთა შორის არიან ქალები და
ბავშვებიც. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
შემთხვევა ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნაწილში, ანდხრა-პრადეშის შტატში მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო
მატარებლები დაეჯახნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიაში დამნაშავე
სამგზავრო მატარებლის მძღოლია. სავარაუდოდ, მან სხვა მატარებლისთვის განკუთვნილი
შუქნიშნის სიგნალი თავისად მიიღო, მოძრაობა განაგრძო და სადგურზე მდგარ სატვირთო
მატარებელს შეეჯახა.
internet.ge