კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ
დაანონსებული აქცია 27 მაისს თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის „facebook”-ის
ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კოალიციის ლიდერის პრესსპიკერის განცხადებით, 13:00 საათზე მსვლელობა დაიწყება ვაკის პარკიდან, დინამოს სტადიონისა და ავლაბრის
მეტროს მიმდებარე ტერიტორიებიდან.
ინფორმაციას
ამის შესახებ, საკუთარ მხარდამჭერებს, აქციის ორგანიზატორები სატელეფონო ზარებით აწვდიან.
ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში
ჩანს, რომ პრესსპიკერი სხვა აქტივისტებთან
ერთად მოუწოდებს საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ.
„ჩვენი აქტივისტები, იმ სიების მიხედვით ხელმძღავანელობენ, ვინც მხარს
„ქართულ ოცნებას“ უჭერს ან ბატონი ბიძინას
მოქალაქეობის აღდგენას ხელი მოაწერა და
კოალიციაში გაწევრიანდა. ჩვენ
ყველას მონაცემი გვაქვს და ყველას ვუკავშირდებით. იმედი გავაქს, რომ აქციაზე არამარტო ისინი მოვლენ, ვისაც ჩვენ ვურეკავთ, არამედ ისინიც ვინც
აპირებს შემოგვიერთდეს“,- აცხადებს ფანჯიკიძე ვიდეომიმართვაში.
Internet.ge