საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დღეს, თბილისის
მერს, გიგი უგულავას შეხვდებიან.
ასევე, შეხვედრა გაიმართება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რამაზ ნიკოლეიშვილთან.
დღესვე დელეგაციის წარმომადგენლები, შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და შსს-ში გამართავენ.
იგეგმება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურისა და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება.
საუდის არაბეთის სამეფოს - მაჯლის აშ-შურას,
არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი
საქართველოში 21 მაისს დაიწყო და 28 მაისამდე გაგრძელდება.
Internet.ge