საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ქართული მრეწველობის აღლუმის – „დამზადებულია საქართველოში” სამზადისი დაიწყო.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ორგანიზატორები საინფორმაციო გვირაბს უკვე ამონტაჟებენ, სადაც ორი მონიტორი განთავსდება.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელმა, ზაალ ჩიქობავამ განუცხადა, მრეწველობის აღლუმში მონაწილეობას ყველა ის მცირე და მსხვილი კომპანია მიიღებს, რომლებიც ქართულ პროდუქციას ქმნიან.
მისი თქმით, საინტერესო იქნება საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე განთავსდება.
ჩიქობავას განცხადებით,
პარლამენტის შენობის წინ, ცისტერნავაგონის, მატარებლის ლოკომოტივის მაკეტები გამოიფინება. ასევე, საინფორმაციო გვირაბი განთავსდება და ოც მონიტორზე ქართული წარმოების ვიდეორგოლები დატრიალდება.
ამას გარდა, რუსთაველის გამზირზე მუსიკალური ღონისძიებების გამართვაც იგეგმება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ქართული მრეწველობის აღლუმში 250-ზე მეტი საწარმო მიიღებს მონაწილეობას.
internet.ge