GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონტროლის პალატა "ქართული ოცნებისა" და “გლობალ-TV”-ს საკითხს სწავლობს
17:53 23.05.2012
დღის სიახლეები
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმად, საქართველოს რეგიონებში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ  კომპანია “გლობალ TV”-ს ტექნიკური საშუალებებისა და პერსონალის პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება ხდება:

"კერძოდ, კომპანიის მენეჯერები იმავდროულად  რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ  (ვიდეო წყარო: “ქართული ოცნების” თელავის რაიონის ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაზა დევიძის განცხადება, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://www.ick.ge/ka/articles/10871-2012-05-14-14-33-58.html).

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური “გლობალ-TV”-ს საქმიანობასა და “ქართული ოცნების” და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ საუბრობდა  (ვიდეო წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://ick.ge/ka/rubrics/politics/10867-2012-05-14-13-17-08.html). 

აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას “ქართული ოცნების” ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ; “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის  მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს.

ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და  საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის  ცალკეულ პირთა გამოკითხვას.  

ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. მონიტორინგი  არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია." 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა1
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
50-ზე მეტ ობიექტში 2 000-მდე ოჯახია შეჭრილი4
აფხაზეთში ინტენსიური წრთვნები მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X