რუსი
ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 15-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იზოლატორი მან
წუხელ დატოვა.
ოპოზიციის
ერთ-ერთმა ლიდერმა და ცნობილმა
ბლოგერმა გათავისუფლებისთნავე მიმართა მომხრეებს და ახალი აქციების შესახებ
განაცხადა.
რუსეთის
ოპოზიცია 12 მაისს მასობრივი მსვლელობის გამართვას გეგმავს, რის შემდეგაც
საერთოეროვნული საპროტესტო აქციის მომზადება დაიწყება, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს.
ალექსეი
ნავალნი 9 მაისს მეტროსადგურ ბარიკადნაიასთან ოპოზიციის ე.წ. სეირნობის აქციის
დროს დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 15-დღიანი
პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
Internet.ge