ქართული
მრეწველობის
აღლუმთან
„დამზადებულია
საქართველოში“
, დაკავშირებით
რუსთაველის
გამზირზე სამზადისი მიმდინარეობს.
პარლამენტის
შენობის წინ უკვე გაშლილია სტენდი და მოწყობილია გვირაბი, სადაც იმ კომპანიების
რეკლამირება
მოხდება, რომლებიც ამ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას.
რუსთაველის გამზირზე უკვე განთავსებულია ქართული წარმოების მეტროს ვაგონი.
როგორც
‘’ინტერნეტ.ჯი"–ს ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელმა, ზაალ ჩიქობავამ განუცხადა, მრეწველობის აღლუმში მონაწილეობას ყველა ის მცირე და მსხვილი კომპანია მიიღებს, რომლებიც ქართულ პროდუქციას ქმნიან.
მისი
თქმით, საინტერესო იქნება საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე განთავსდება.
ჩიქობავას
განცხადებით,
პარლამენტის
შენობის წინ, ცისტერნავაგონის,
მატარებლის
ლოკომოტივის
მაკეტები გამოიფინება. ასევე, საინფორმაციო გვირაბი განთავსდება და ოც მონიტორზე ქართული წარმოების ვიდეორგოლები დატრიალდება.
ამას
გარდა, რუსთაველის გამზირზე მუსიკალური ღონისძიებების გამართვაც იგეგმება.
თბილისის
მერიის ინფორმაციით, 26
მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ქართული მრეწველობის აღლუმში 250-ზე მეტი საწარმო მიიღებს მონაწილეობას.
Internet.ge