საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი
ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს,
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით, ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.
„დასვლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-29 გრადუსამდე
დათბება, არ არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება. 27 და 28 მაისი კი, საქართველოს
მასშტაბით შედარებით უნალექო იქნება“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.
რაც შეეხება დედაქალაქს, 25 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ტემპერატურა კი, ერთი კვირის განმავლობაში დღისით 27-28 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით
13-18 გრადუსი იქნება.
Internet.ge